IF ამოწმებს პირობას. თუ პირობა სრულდება, აბრუნებს ერთ მნიშვნელობას, თუ არა — მეორეს:
=IF(პირობა, თუ_კი, თუ_არა)
შედარების ნიშნები: >= (მეტი ან ტოლი), >, <, <=, =, <> (არ უდრის).
ამ ლექციის წესი: თუ გაყიდვები გეგმას უდრის ან აღემატება, ბონუსი გაყიდვების 5%-ია, თუ არა — 2%. „უდრის ან აღემატება“ ნიშნავს >=-ს და არა >-ს.
მაგალითი: გეგმა 10000 ₾-ია, გაყიდვები — 12000 ₾.
=IF(12000>=10000, 12000*0.05, 12000*0.02) → პირობა სრულდება → 600 ₾
თუ გაყიდვები 9000 ₾-ია, პირობა არ სრულდება: 9000 × 0.02 = 180 ₾.
ფორმულაში რიცხვების ნაცვლად უჯრები ჩაწერეთ (C2, D2), რომ ქვემოთ კოპირებამ სწორად იმუშაოს.